GD Banner
ცხოველები

ახალდაბადებული ცხოველების სტერილიზაცია სავალდებულო ხდება – ახალი კანონი

 შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული ძაღლებისა და კატებისთვის სტერილიზაცია/კასტრაცია სავალდებულო იქნება. ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა მაია ბითაძემ განაცხადა.

“კანონპროექტში სიახლე შემოდის. ეს არის სტერილიზაცია/კასტრაციის ვალდებულება. ჩვენ, ყველას ვალდებულება გვექნება, კანონის კონკრეტული მუხლების ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ – იმ ვეტერინალური წესების მიხედვით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითაც დადგენილია”. – თქვა ბითაძემ პარლამენტში, სადაც კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.ბითაძის თქმით, გამონაკლისი სანაშენე ძაღლებს შეეხება, რომლის პატრონიც შესაბამის ცნობას აიღებს. ასევე, კანონი განსხვავებული იქნება სამწყემსო და იმ ძაღლების მიმართ, რომელთაც ძალოვანი სტრუქტურები სამსახურეობრივი მიზნით იყენებენ.  კანონპროექტის მიხედვით, მეპატრონე, რომელიც ცხოველის გამრავლებით არის დაინტერესებული, ვალდებულია, შესაბამისად ავტორიზებულ საშენს მიმართოს და ვეტერინალური დაწესებულებიდან ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულებიდან ჯიშიანობასა და გამრავლებაზე ვარგისიანობის შესახებ ცნობა წარუდგინოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,111 ნახვა