ცხოველები

ტურისტებით სავსე მანქანას სპილო თავს დაესხა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა – რა მოხდა საფარის ტურზე?

ზამ­ბი­ა­ში სა­ფა­რის ტურ­ზე ტუ­რის­ტე­ბით სავ­სე მან­ქა­ნას სპი­ლო თავს და­ეს­ხა, რის შე­დე­გა­დაც 80 წლის ამე­რი­კე­ლი ქალი და­ი­ღუ­პა. კი­დევ ხუთი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შემ­თხვე­ვა კა­ფუ­ეს ეროვ­ნულ პარკში მოხ­და.

ცხო­ვე­ლი მან­ქა­ნას რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი მეტ­რის მან­ძილ­ზე და­ე­დევ­ნა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მძღოლს გზა რომ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, თავ­დას­ხმის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და, სპი­ლო ჯიპს ვერ და­ე­წე­ო­და, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტში მძღოლ­მა მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა და უკან და­ხე­ვა სცა­და, რა დრო­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი ტა­ლახ­ში ჩა­ვარ­და. ამ დროს სპი­ლომ ხორ­თუ­მის ძლი­ე­რი დარ­ტყმე­ბით მან­ქა­ნა გვერ­დზე გა­და­აგ­დო, რა დრო­საც 80 წლის ამე­რი­კე­ლი ქალი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, სხვა მგზავ­რე­ბი კი და­შავ­დნენ.

კი­დევ ერთი ტუ­რის­ტი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვერ­ტმფრე­ნით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ოთხს მძი­მე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,744 ნახვა