პოსტები სოციალური ქსელიდან

ზაალ ანჯაფარიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ მიეღო განსახილველად გვარამიას სარჩელი, აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა- ჩვენი სასამართლოს ვერდიქტის სამართლიანობის და მართებულობის აღიარება


ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც წარმოებაში არ მიიღო ნიკა გვარამიას სარჩელი და აღნიშნავს, რომ თავად გვარამიას რეაქცია აჩვენებს, რომ ის “დროებით მაინც გათავისუფლდა იმ ფსიქიკური პრობლემებისგან, რასაც აბრალებდა მის არაადეკვატურ და აგრესიულ გამოხდომებს.” ანჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობა.

ამასთან, ექსპერტის თქმით, აღნიშნული ფაქტი მეტყველებს “ვეტინგის” თემის ხელოვნურად გააქტიურებაზე. “სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, არ მიეღო განსახილველად გვარამიას სარჩელი, თავად გვარამიას რეაქცია აჩვენებს, რომ ის დროებით მაინც გათავისუფლდა იმ ფსიქიკური პრობლემებისგან, რასაც აბრალებდა მის არაადეკვატურ და აგრესიულ გამოხდომებს. თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც – ჩვენი სასამართლოს ვერდიქტის სამართლიანობის და მართებულობის აღიარება. და სწორედ ის რომ 2012 წლიდან მოყოლებული, სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, ისევე როგორც განსახილველად მიღებულთა რაოდენობამ, მეტყველებს კიდევ ერთ რამეზე ე.წ. “ვეტინგის” ხელოვნურად აჟიტირებაზე და რომლის მიზანიც, ამას უკვე ყველა ხვდება, ცალ ფეხზე მდგომთა კლანის მიერ სასამართლოზე კონტროლის სურვილია,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,078 ნახვა