პოლიტიკა

თეა წულუკიანი-დიდი გზა გამოვიარეთ. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით და მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

„ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, ყველამ ერთად. დღეს კვლავ ბრძოლის რეჟიმში ვართ. ვიცავთ თავს, ვიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ეს ყველამ ერთად შევძელით და მადლობა იმ ერთადერთ ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში უკვე მერამდენე წელია, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა და “ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ვიცე-პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა დღევანდელი კონფერენციის ინიციატორს და ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო წილოსანს და გამგეობის ყველა წევრს. წულუკიანმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და არეულობას შორის, რაც იქნება მარტივი.

„წელს საარჩევნო წელია. წელს კიდევ მოგვიწევს უფრო გავაქტიურდეთ, „ქართული ოცნების“ პარტიის ქალები, ქალთა ორგანიზაციის წევრები და მინდა წინასწარ თითოეულ თქვენგანს, ვინც გამარჯვებისთვის იბრძოლებთ, მადლობა გადაგიხადოთ ყველას სახელით და რა თქმა უნდა, ვინც ახლა გვისმენს ტელეეკრანთან, მათ ასევე მოვუწოდო აქტიურობისთვის, რადგან მორიგ ჯერზე არჩევნებზე მოგვიწევს არჩევანის გაკეთება მშვიდობასა და არეულობას შორის და არჩევანი იქნება მარტივი. ჩვენ, ყველანი, ქალები და კაცები ამ ქვეყანაში ხმას მივცემთ რა თქმა უნდა მშვიდობას, განვითარებასა და სტაბილურობას“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,094 ნახვა