პოლიტიკა

3-4 ადამიანის გარდა, ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ არაფერს აკეთებს, ტყუილად არიან“ – ნიკა მელია

რამდენ პარლამენტარს ხედავთ თქვენ დღეს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციიდან? სამი-ოთხი ადამიანის გარდა, ვინ აქტიურობს? ხატია [დეკანოიძე] აქტიურობს, ბატონი რომანი [გოცირიძე] აქტიურობს, ანა ნაცვლიშვილი აქტიურობს, თეონა აქუბარდია აქტიურობს ოპოზიციიდან. სხვას ვერ ვიხსენებ.

მე ვფიქრობ, რომ სამი-ოთხი ადამიანის გარდა, მაქსიმუმ 5 ადამიანის გარდა, ოპოზიციიდან პარლამენტში არავინ არაფერს არ აკეთებს და იქ ტყუილად არიან. ჩემი შესაძლებლობა რომ იყოს, ვეცდები მეგობრებთან ერთად, ნიკასთან და სხვებთან ერთად, რომ ასეთი ადამიანები მომდევნო პარლამენტში არ მოხვდნენ, პირდაპირ გეუბნებით. რა ეტყობა ახლა პარლამენტს, რომ იქ არის თუნდაც 30 პარლამენტარი? – განაცხადა პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,094 ნახვა