სპორტი

The Guardian-ის საფეხბურთო პოდკასტი Football Weekly: საქართველოს მიღწევა გრანდიოზულია. მათ ბევრი იმუშავეს და დიდი ინვესტიცია განახორციელეს ინფრასტრუქტურაში

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის საფეხბურთო პოდკასტ Football Weekly-ში ბრიტანელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ზე ისტორიული გასვლა განიხილეს.

პოდკასტის წამყვანმა, ბრიტანელმა ჟურნალისტმა მაქს რაშდენმა და მისმა სტუმრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მიღწევა გრანდიოზულია. ჟურნალისტების თქმით, 2015 წელს საქართველოს ნაკრები მძიმე მდგომარეობაში იყო და ფიფა-ს რეიტინგში დაახლოებით 150-ე ადგილს იკავებდა.

პოდკასტის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ის გზა, რომლითაც საქართველომ შედარებით მოკლე დროში სიტუაცია შემოატრიალა, ფანტასტიკურია.

“მათ ნამდვილად ბევრი იმუშავეს და დიდი ინვესტიცია განახორციელეს თავიანთ ინფრასტრუქტურაში, შექმნეს ახალგაზრდული სისტემა”, – აღნიშნეს პოდკასტში.

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ასევე ურჩიეს ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციას, გაეგზავნათ ვინმე საქართველოში გამოცდილების შესასწავლად. “ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია ვინმეს გააგზავნის საქართველოში, რათა შეისწავლონ ის, რაც მათ [ქართველებმა] გააკეთეს და შეეცადონ იგივე განახორციელონ ირლანდიაში, რადგან ისინი [ქართველები] ყველაფერს აკეთებენ სწორად და ირლანდია ყველაფერს არასწორად აკეთებს. საქართველო ევროზე მიდის, ხოლო ირლანდია – არა”, – განაცხადა პოდკასტის მონაწილე ბრიტანელმა ჟურნალისტმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,539 ნახვა