პოლიტიკა

გელა ნიკოლაიშვილი: როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა სააკაშვილისდროინდელ სასამართლოსა და დღევანდელს შორის

როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა სააკაშვილისდროინდელ სასამართლოსა და დღევანდელს შორის, – ამის შესახებ უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რა საკვირველია, შედარებაც არ არის. მე არ ვამბობ, რომ ჩვენი სასამართლო იდეალურია. სასამართლოსთან პრეტენზიები მეც მაქვს, როგორც ადვოკატს. მაგრამ რომ შევადაროთ, სააკაშვილისდროინდელ სასამართლოსა და დღევანდელ სასამართლოს შორის, როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა“, – აღნიშნა უფლებადამცველმა.

მისი თქმით, 2004-2012 წლებთან შედარებით ბოლო წლებში გაცილებით გაზრდილია სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევები.

„2004-2012 წლებში წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული გამამართლებელი განაჩენი იყო. დღეს კი არის 600-900 ასეთი განაჩენი. ეს უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში გაცილებით თავისუფალია“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

უფლებადამცველი ასევე იხსენებს, რომ მის მიერ დასახელებულ წლებში გამამართლებელ განაჩენს მოსამართლე მხოლოდ პროკურორის მითითებით იღებდა.

„იმ წლებში ის რამდენიმე ათეული გადაწყვეტილებაც მხოლოდ იმ შემთხვევებში მიიღებოდა, როცა პროკურატურა მიუთითებდა მოსამართლეს. მოსამართლე თვალებში უყურებდა პროკურორს არა მხოლოდ გამამართლებელზე, არამედ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე“ – აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,101 ნახვა