პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: სხვადასხვა მეთოდებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, ხან ერთი მიუღებელი თემის შემოპარება ხდება და ხან მეორის, რეალურად კი ყველაფერი სუვერენიტეტის და იდენტობის წინააღმდეგაა მიმართული

იმ გამოწვევების ფონზე რაც საქართველოს წინაშე დგას, დიახ, საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა მართლაც მნიშვნელოვანია, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა აუცილებლობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის თაობაზე.

ექსპერტის თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ მავნებლობებს, თუმცა, საზოგადიებაც ფხიზლად უნდა იყოს.

“იმ გამოწვევების ფონზე რაც საქართველოს წინაშე დგას, დიახ, საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა მართლაც მნიშვნელოვანია. სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა მეთოდებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, ხან ერთი მიუღებელი თემის შემოპარება-შემოცურება ხდება და ხან მეორის, რეალურად კი ყველაფერი სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და იდენტობის წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც ახალ ომში არ დაუშვა ხელისუფლებამ ჩვენი ჩართვა, ასევე არ დაუშვებს სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ მიმართულ სხვა მავნებლობასა და მის გამოვლინებას. თუმცა ფხიზლად უნდა ვიყოთ, ამ ბრძოლებში ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთიანობა აუცილებელია, რაც უდავოდ გამარჯვების საწინდარია.” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,078 ნახვა