მედიცინა

ივანე ჩხაიძე: საკმაოდ მოიმატა ყივანახველას შემთხვევებმა – ამ დროს, 2 თვის განმავლობაშიც გრძელდება ხველა

ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მოიმატა ყივანახველას როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დაავადებას ახასიათებს ხველის გახანგრძლივება. 

ივანე ჩხაიძე: სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა – გრიპი კვლავ რჩება ერთ-ერთ წამყვან ვირუსად

„ბოლო პერიოდში საკმაოდ მოიმატა ყივანახველას როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა. ყივანახველა გახლავთ დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება. 2 კვირაზე მეტი დროის განმავლობაში, 4-6 კვირის და 2 თვის განმავლობაში ხველა ახასიათებს, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სიცხე არ აქვს, მაგრამ ახველებს. ეს უფრო მეტად, ყივანახველაზე მიუთითებს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,914 ნახვა