მედიცინა

ესპანეთის ხუთ რეგიონში გრიპისა და COVID-19 შემთხვევების ზრდის გამო პირბადეების ტარება ზოგიერთი კატეგორიის პირთათვის სავალდებულო გახდა

ესპანეთის ხუთ რეგიონში გრიპისა და COVID-19 შემთხვევების ზრდის გამო პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ვალენსიაში პირბადეების ტარება სავალდებულოა მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე ადამიანებისთვის, სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისთვის და სამედიცინო დაწესებულებების ვიზიტორებისთვის.

მეზობელ კატალონიაში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. არაგონის რეგიონის ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, ატარონ პირბადეები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით კი დახურულ სივრცეებში.

პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა მურსიაშიც, ხოლო გალისიაში პირბადეების ტარების რეკომენდაცია გაიცა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,493 ნახვა