პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი – გახარიამ ერთი მხრივ, აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ უდავოდ იგებს არჩევნებს, მეორე მხრივ გასცა კოლექტიური ნაცმოძრაობის გეგმა, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან, ამაში ისევ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ

გახარიამ ისეთი აღიარება გააკეთა, უფრო მეტი წარმოუდგენელია. ერთი მხრივ, აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ უდავოდ იგებს არჩევნებს, მეორე მხრივ გასცა კოლექტიური ნაცმოძრაობის გეგმა, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან და ამაში ისევ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

რატი იონათამიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება, რომლის თანახმად, მმართველი პარტია „გამჭვირვალობის კანონის“ შემოღებით აპირებს შეარყიოს ნდობა ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორების მიმართ და მოამზადოს საფუძველი არჩევნების მანიპულაციური შედეგებისთვის.

მისივე თქმით, გარდა ლგბტ პროპაგანდის, ექტრემიზმის, რადიკალიზმის, რევოლუციური გეგმების მხარდაჭერისა, როგორც ჩანს, მთავარი ფინანსური მოლოდინი მათ ცესკო-ს და არჩევნების საწინააღმდეგო კამპანიის და რევოლუციური გეგმების მიმართულებით აქვთ. სწორედ ამიტომ არ აწყობთ ფინანსების გამჭვირვალობა.

„გახარიამ ისეთი აღიარება გააკეთა, უფრო მეტი წარმოუდგენელია. ერთი მხრივ, აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ უდავოდ იგებს არჩევნებს, მეორე მხრივ გასცა კოლექტიური ნაცმოძრაობის გეგმა, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან და ამაში ისევ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ. გარდა ლგბტ პროპაგანდის, ექტრემიზმის, რადიკალიზმის, რევოლუციური გეგმების მხარდაჭერისა, როგორც ჩანს მთავარი ფინანსური მოლოდინი მათ ცესკოს და არჩევნების საწინააღმდეგო კამპანიის და რევოლუციური გეგმების მიმართულებით აქვთ. სწორედ ამიტომ არ აწყობთ ფინანსების გამჭვირვალობა! პ. ს. თუ ვინმეს კითხვა აქვს, რატომ დავაინიცირეთ ახლა და “თავი რატომ ავიტკიეთ”, სწორედ ამიტომ, – ისინი ელოდებიან და ხარჯავენ დიდ ფულს საქართველოს და მისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ჩვენ კი ამ სვლით (და არამარტო) ვახდენთ მათი რევოლუციური და ანტიქართული გეგმების პრევენციას!“ – წერს რატი იონათამიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,994 ნახვა