უცხოური მედია

ჩეხური მედია: რუსეთმა ფული გადაუხადა ევროპელ პოლიტიკოსებს, რათა მათ საარჩევნო კამპანიებში პროპაგანდის ელემენტი დაემატებინათ

ჩეხეთის რესპუბლიკას არ დაუსახელებია ჰოლანდიელი პოლიტიკოსების ვინაობა, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიაში, – განაცხადა ნიდერლანდების შინაგან საქმეთა მინისტრმა, უგო დე იონგემ პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილში.

ჩეხეთმა გასულ კვირას გამოავლინა, რომ რუსეთი იყენებდა პრორუს პოლიტიკოსებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება ევროპის არჩევნების წინ.

გასულ კვირას ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კროომ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებს რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის ფული გადაუხადეს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ სანქციები დაუწესა უკრაინელ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკს. ჩეხეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ მედვედჩუკმა განახორციელა „რუსული გავლენის ოპერაცია“ რუსეთიდან ჩეხეთის ტერიტორიაზე Voice of Europe-ის გამოყენებით.

ჩეხურმა გამოცემა Denik N-მა მანამდე ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთმა ფული გადაუხადა ევროპელ პოლიტიკოსებს, რათა მათ საარჩევნო კამპანიებში პროპაგანდის ელემენტი დაემატებინათ. კერძოდ, რუსეთმა მიმართა პოლიტიკოსებს ნიდერლანდებში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთსა და უნგრეთში და ასევე გადაუხადა ზოგიერთ მათგანს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,527 ნახვა