ეკონომიკა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებული შეფასებით 2023 წელს საქართველოში უმუშევრობა 11,7%-ია და ბოლო 20 წლის მინიმუმზეა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებული შეფასებით 2022-2023 წლებში უმუშევრობის დონემ საქართველოში 11,7%-ი შეადგინა. მონაცემებს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის უმუშევრობის ეს დონე საქართველოს 20 წლიან მინიმუმს წარმოადგენს და 10 წლის განმავლობაში უმუშევრობის მკვეთრ შემცირებაზე მიუთითებს.

კერძოდ, საქართველო იმ 13 ქვეყანას შორისაა , სადაც ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით შემცირდა 10 წელიწადში უმუშევრობა.

ჩვენს საუკუნეში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებული შეფასების მიხედვით 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში იყო. რა დროსაც უმუშევრობა 20,7% და 19,6%-ს შორის ფიქსირდებოდა. ამასთან ირკვევა ისიც, რომ 2012 წელს საქართველო იმ 6 ქვეყანას შორის იყო, სადაც ჩვენს საუკუნეში საწყის 12 წლიან პერიოდში, ასევე 2004-2012 წლების 9 წლიან პერიოდში ყველაზე მეტი პროცენტული პუნქტით გაიზარდა უმუშევრობა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოდელირებული შეფასება უმუშევრობის დონეების საერთაშორისო შედარებებისათვის მნიშვნელოვანი საზომია, რადგან გვაძლებს საშუალებას ერთიანი სისტემით გაიზომოს და შედარდეს უმუშევრობის მაჩვენებლები სხვადასხვა ქვეყნებს შორის. ინდიკატორს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს და ანახლებს ყოველწლიურად.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,317 ნახვა