საზოგადოება

ანუკი ჩხიკვაძე: მნიშვნელოვანია, ადამიანებმა გაიაზრონ, რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს ჟურნალისტებზე თავდასხმას – ბევრი აგრესიული ადამიანი ცდილობდა ჩვენზე თავდასხმას, რომ არ შევსულიყავით პირდაპირ ეთერში

ჩვენთვის ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო ადგილზე მუშაობის გაგრძელება. რაც მახსოვს არის ის, რომ ბევრი აგრესიული ადამიანი ცდილობდა ჩვენზე თავდასხმას, რომ არ შევსულიყავით პირდაპირ ეთერში, – ამის შესახებ „იმედის“ ჟურნალისტმა, ანუკი ჩხიკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, ადამიანებმა გაიაზრონ, რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს ჟურნალისტებზე თავდასხმას, თუმცა ეს არ ეხება აქციის ყველა მონაწილეს. იქ იყვნენ მშვიდობიანი აქტივისტები, რომლებიც უბრალოდ საკუთარ აზრს გამოხატავდნენ“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.

„იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

16 აპრილს აგრესიულად განწყობილი ჯგუფები გიორგი აბაზაძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ხელს უშლიდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,952 ნახვა