GD Banner
რელიგია

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი: ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება, მათთვის თურმე მიუღებელია – ეს ევროპა კი არ არის, ეს დაცილებულია ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რთული პროცესები მიმდინარეობს.

მან ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდებს. ეპისკოპოსის თქმით, ქართული საზოგადოება თანხმდება, რომ სურს ევროინტეგრაცია, მაგრამ ამ ჩანაწერით ჩანს, რომ ევროპა დაცილებულია საკუთარ ქრისტიანულ ღირებულებებს.

„ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, მე სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ ძალიან შემაძრწუნებელი და შემაშფოთებელი ერთი რამ: ჩვენ, ჩვენი ისტორიული არჩევანი, როგორც საზოგადოებაში ვთანმხდებით რომ არის ევროინტეგრაცია. პირველ რიგში ევროპა ჩვენთვის რა არის? – ქრისტიანულ ფესვებზე დაფუძნებული კულტურა. საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ რას, ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რაიმე კანონის მიღება, მათთვის არის თურმე მიუღებელი. ეს ევროპა კი არ არის, ეს არის დაცილებული ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს.”- განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,023 ნახვა