GD Banner
პოლიტიკა

მამუკა არეშიძე: თანხები, რომელიც ამ წელს საქართველოში დასაფინანსებლად შემოვიდა, არ ხმარდება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხმარდება ქვეყანაში განსაზღვრული პოლიტიკური მიზნების მიღწევას, აქედან გამომდინარე, საჭირო იყო რეგულაცია

პოლიტიკაში არსებობს ასეთი პრინციპი – სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. პრინციპი მუშაობს და ის თანხები, რომელიც ამ წელს საქართველოში დასაფინანსებლად შემოვიდა, არ ხმარდება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხმარდება ქვეყანაში განსაზღვრული პოლიტიკური მიზნების მიღწევას. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო რეგულაცია, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას “კვირის პალიტრასთან” განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში 35 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რაც პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრია, შესაბამისად, ამ სფეროში რეგულაციის მომხრეა.

არეშიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთიდან და სამხრეთიდან შემომავალ თანხებზე და ნახევრად რელიგიურ ორგანიზაციებზე, რომლებიც ქვეყნისთვის დამაზიანებელ საქმიანობას ეწევიან.

“ეს იყო მთავრობის პოზიცია, შეეჩერებინათ ეს პროცესი და გაეკონტროლებინათ. საქართველოში 35 ათასამდე არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რაც პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. ჩემთვის, როგორც აღმოსავლეთის მიმართულების სპეციალისტისთვის, და კავკასიაზე მომუშავე პირისთვის უაღრესად საინტერესოა ის თანხა, რომელიც მოდის რუსეთიდან და სამხრეთიდან. ახლა ვინც ქუჩაში დგას, არც იციან იმ ორგანიზაციების არსებობის შესახებ. ვგულისხმობ ნახევრად რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც სინამდვილეში პოლიტიკურია. ვიცი რა მიმართულებით მუშაობენ და რამხელა ზიანს აყენებენ ქვეყანას. ამ კანონში ზოგიერთი მუხლი და ფორმის ნაწილი არ მომწონს, მაგრამ კანონისა და რეგულაციების მომხრე ვარ. ეს წლების წინ უნდა გაკეთებულიყო. რა თქმა უნდა, დასავლეთი ჩვენი ბუნებრივი ორიენტაციაა. დასავლეთს საქართველოსთვის უზარმაზარი დახმარება აქვს გაწეული – ფინანსური თუ მორალური.” – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,568 ნახვა