უცხოური მედია

მექსიკაში, ქორწილში 100-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

მექსიკაში, საზაფხულო ქორწილის ცერემონიალზე სულ მცირე 100 სტუმარი ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია პირდაპირ ქორწილში,-ამის შესახებ „დეილი მეილი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, მოწამლულთა შორის ბავშვებიც არიან. 

შემთხვევა 27 აპრილს კუერნავაკში მოხდა, სადაც საქორწილო ცერემონია ღია ცის ქვეშ გაიმართა. სავარაუდო მიზეზია დესერტი, თუმცა ჯერჯერობით, გაურკვეველია, კონკრეტულად რომელმა საკვებმა გამოიწვია ხალხის მასობრივი ინტოქსიკაცია. 

პაციენტთა ნაწილს მედიკოსებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი, მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. 

ამ დროისთვის უკვე დადგენილია კეტერინგული კომპანია, რომელმაც ქორწილისთვის საკვები მოამზადა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზაფხულში გამართული წვეულება სავალალო შედეგით მთავრდება. ანალოგიური ინციდენტი მოხდა მეხიკოში 2023 წლის ივნისში, როდესაც 100-ზე მეტი ადამიანი მოიწამლა საკვებით. ესპანეთში, კი ღია ცის ქვეშ გამართულ საქორწილო ცერემონიიდან 40 ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, მათგან ერთი გარდაიცვალა.

ზაფხული საქორწილო სეზონის მოახლოებასთან ერთად, როდესაც საკვები რამდენიმე ხნის განმავლობაში ღია ცის ქვეშ ინახება მაღალ ტემპერატურაზე, აშშ-ს სოფლის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, სადღესასწაულო საკვები მხოლოდ სერტიფიცირებულ კომპანიებს შეუკვეთონ, რომლებიც კარგად ერკვევიან, თუ როგორ და რა პირობებში უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით ადამიანებისთვის მომზადებული დესერტის შენახვა.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,849,051 ნახვა