პოლიტიკა

ახლადაქორწინებულების პროტესტის შუაგულში გამოჩენა ე.წ. “მშვიდობიანი რევოლუციის” ავაზაკური “ანბანიდანაა”

ახლადაქორწინებულების პროტესტის შუაგულში გამოჩენა ე.წ. “მშვიდობიანი რევოლუციის” ავაზაკური “ანბანიდანაა”,- ამის შესახებ გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსი ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ სიტყვებს, რომ საქართველოში არც შევარდნაძის და არც იანუკოვიჩის დროა.მოაიდნის მოსაწყობად

„ექსტრემიზმის “მენიუში” ასევე შედის: ტუჩსაცხის წასმა სპეცრაზმელის პირისპირ ანდა მის დამცავ ფარზე გულის დახატვა; ცომეული საკვების დარიგება აქციის მონაწილეებისთვის; ცეკვა-თამაში, სიმღერები, სოლიდარობის და ფსევდო-მშვიდობიანი ე.წ.მეგობრული სხვა აქტივობა, რომელსაც ვხედავთ. ამავე დროს, კოცონი; ბინძური პროვოკაცია ხალხში არაპოლიციური მხუთავი აირის ბალონების გაბნევით და ასევე არატაბელური რეზინის ტყვიების სროლით, რათა მოხდეს ხელისუფლებისა და პოლიციის მეტი დემონიზირება; ბარიკადები; მალულად აგრესორთა სტიმულირება ალკოჰოლითა და ნარკოტიკული საშუალებებით და ა.შ.

ღმერთმა დაგვიფაროს და აუცილებლად მსხვერპლი, რომელიც მთავრობას უნდა დაბრალდეს…

თუმცა, როგორც ბიძინა ივანიშვილმა მართებულად აღნიშნა, საქართველოში არც შევარდნაძის და არც იანუკოვიჩის დროა.

მოწოდების სიმაღლეზე მყოფი ქართველი სამართალდამცავები ძირშივე აღკვეთენ რევანშისტი პოლიტიკური უმცირესობის ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას.

მშვიდობა საქართველოს! 🇬🇪“,-წერს გია აბაშიძე.

May be an image of 9 people, wedding and text
Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,790,313 ნახვა