პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: პოლიტიკურმა უმცირესობამ იცის, რომ ბრძოლა წაგებული აქვს და ძალებს ხარჯავს სიტუაციის გამწვავებისათვის, საბოლოდ ეს არაფრის მომცემი პერფორმანსები, მათ არჩევნებამდე უფრო წამგებიან პოზიციაში ჩააგდებს

პოლიტიკურმა უმცირესობამ იცის, რომ ბრძოლა წაგებული აქვს და ძალებს ხარჯავს სიტუაციის გამწვავებისათვის, საბოლოდ ეს არაფრის მომცემი პერფორმანსები, მათ არჩევნებამდე უფრო წამგებიან პოზიციაში ჩააგდებს, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, დღევანდელ და შემდგომი დღეების აქციები და აქეთ-იქეთ მსვლელობები, რეალურად ოპოზიციის ლიდერების მიერ კვამლის გამოშვება და შავი ფულის ათვისებაა.

„პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონი „გამჭვირვალობის შესახებ.“ ხელისუფლება იჩენს პრინციპულობას, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მესამე მოსმენითაც იქნება მიღებული. მერე იქნება მავნებელ სალომე ზურაბიშვილის ვეტო, რომელიც ასევე იქნება დაძლეული. რას აკეთებს ამასობაში პოლიტიკური უმცირესობა-ოპოზიცია და არასამთავრობოები: ატარებს აქციებს, ცდილობს სიტუაციის რადიკალიზაციას, ხან ერთი ადგილის გადაკეტვას, ხანაც პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას, აქეთ-იქით მსვლელობებს.

რას აკეთებს შსს: იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. აი, ეს არის ამ მოვლენების სამი აქტორის მოქმედება. აქედან შსს თანამშრომლებს უწევს მაქსიმალური თავშეკავებისა და მოთმინების გამოვლინება აგრესიული მომიტინგეების მიმართ, თუმცა განსაკუთრებით შემტევებსა და კანონის დამრღვევებს აკავებს კიდეც. პოლიტიკურმა უმცირესობამ იცის, რომ ბრძოლა წაგებული აქვს და ძალებს ხარჯავს სიტუაციის გამწვავებისათვის, საბოლოდ ეს არაფრის მომცემი პერფორმანსები, მათ არჩევნებამდე უფრო წამგებიან პოზიციაში ჩაგდებს.

დღევანდელ და შემდგომი დღეების აქციები და აქეთ-იქეთ მსვლელობები, რეალურად მათ ლიდერების მიერ კვამლის გამოშვებაა, ალბათ უფრო შავი ფულის ათვისებაა. ორგანიზატორებს აშკარად თავის მართლება მოუწევს როგორც უცხოელ პატრონებთან ასევე საკუთარ მხარდამჭერებთან. უცხოეთის პოლიტიკურ ელიტას, თავის საკუთარი პრობლემები ისედაც თავზე საყრელი აქვს, უკრაინა -რუსეთის ომის მიმდინარეობით, ისრაელ-პალესტინა-ირანის დაპირისპირებით, საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამოწვევებით. დასავლეთს, რომელიც მინიმუმ თავშეუკავებელი აღმოჩნდა განცხადებებში, სულ მალე მოუწევს სერიოზული არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღება, ვის დაუჭიროს მხარი, რადიკალურ, უსახურ და ხელმოცარულ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელმაც სერიოზული თანხები არაერთხელ შეჭამა, თუმცა რევოლუცია ვერ მოახდინა. თუ ლეგიტიმურად არჩეულ და საკმაოდ პრინციპულ ხელისუფლებას, რომელთანაც თანამშრომლობაც და პარტნიორობაც გაცილებით მომგებიანი უნდა იყოს თავად ევროპელებისა და ამერიკელებისთვისაც“, – წერს ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,845,602 ნახვა