პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი The American Conservative სტატიაზე: არც ისეა საქმე, თითქოს მთელი დასავლეთი გმობს ქართულ კანონს, რამდენიმე ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა პირიქით, გააკრიტიკა დასავლეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის გამო

არც ისეა საქმე, რომ თითქოსდა მთელი დასავლეთი გმობს ქართულ კანონს. რამდენიმე ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა პირიქით გააკრიტიკა, დასავლური პოლიტიკური ელიტა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის გამო, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი The American Conservative-ი სტატიას იმის დესახებ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გონივრულია.

ექსპერტის განცხადებით, კარგია, რომ ამერიკელებს აქვთ საშუალება, სიმართლესაც გაეცნონ, შესაბამისად დასკვნები რეალობის გაცნობის შედეგად გამოიტანონ.

“არც ისეა საქმე, რომ თითქოსდა მთელი დასავლეთი გმობს ქართულ კანონს. რამდენიმე ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსმა და პოლიტოლოგმა პირიქით გააკრიტიკა, დასავლური პოლიტიკური ელიტა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის გამო, ამჯერად, გამოცემა The American Conservative-ი წერს, რომ კანონი .„უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია! სტატიის ავტორი ჰელენ ენდრიუსი, პირდაპირ დაუფარავად ამბობს შემდეგს: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ დაგმო კანონპროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი გეგმავს და რომელიც მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოური წყაროებიდან, გაამხილონ ეს ფაქტი. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, არც ისე ფარული მუქარით, რომ კანონი „ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებზე“. ავტორი იქვე შეკითხვასაც სვამს „რატომ ეწინააღმდეგება ასე ამერიკის შეერთებული შტატები გამჭვირვალობის კანონპროექტის?“

ჰელენ ენდრიუსი, საკმაოდ კარგად არის გარკვეული, რომ საქართველოში 25 000 არასამთავრობო ორგანიზაციიდან უმრავლესობას საერთოდ არ აქვს ადგილობრივი დაფინანსება, უფრო მეტიც მათი დაფინანსება მოდის მსოფლიო ბანკიდან, USAID-იდან ან ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდებიდან. ავტორი ხაზს უსვამს, არასამთავრობო ორგანიზაციები არ შემოიფარგლებიან ჰუმანიტარული საქმიანობით, თავისუფლად ეწევა პარტიულ საქმიანობას და ღიად ეწინააღმდეგება მმართველ პარტიას, ფაქტობრივად პოლიტიკურ ოპოზიციას წარმოადგენენ. მათგან განსხვავებით მმართველი პარტიის ლიდერებს სინამდვილეში მართლაც აწუხებს თავიანთი ერის სუვერენიტეტის შენარჩუნება, შესაბამისად მათი წუხილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხოური გავლენის ინსტრუმენტები, არც ისე უსაფუძვლოა, არამედ სრულიად გასაგებია. ძნელია არ დაეთანხმეო, სტატიის ავტორს, როცა ის ამბობს კანონპროექტი ხელს არ შეუშლის უცხოური დაფინანსებით დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა საქმიანობის განხორციელებაში, კანონის მიხედვით მათ ექნებათ ერთგვარი ვალდებულება გაამჟღავნონ უცხოური დაფინანსება, რათა საშინაო პოლიტიკაში მათი საქმიანობა გამჭვირვალედ აისახოს. იმ დროს საგარეო ჩარევა არჩევნებსა და საშინაო პოლიტიკაში საკმაოდ სახიფათო თემა გახდა თვით ამერიკის პოლიტიკაში, “რთულია, ქართველებს შევედავოთ, თუ მსგავსი შეშფოთება აქვთ“, ამბობს ჰელენ ენდრიუსი. კარგია, რომ თავად ამერიკელებს აქვთ საშუალება ამჯერად სიმართლესაც გაეცნონ, შესაბამისად ეს იქნებ ერთგვარი საშუალება არა ბრმად და გაუაზრებლად გააკეთონ დასკვნები, არამედ რეალობის გაცნობის შედეგად.” წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,050 ნახვა