პოლიტიკა

ვრცელდება გიორგი ონიანისა და აკაკი მინაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი

საინფორმაციო სააგენტო FOR.GE კიდევ ერთ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერში გიორგი ონიანი და აკაკი მინაშვილი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრობენ.

„გიორგი ონიანი: ხო, აი, მიდიხარ და აიწიეს, დაიხიეს უკან, აიწიეს (სპეცრაზმმა), მერე? აკაკი მინაშვილი: შეიძლება მერე ადგილზე მუხტი გაჩნდეს; გიორგი ონიანი: მე რატომ ვიძახი, ნახე, ვთქვათ, მართლა პარალიზებული გვაქვს ქალაქი, ისე კი არა, ჩვენ რომ ვიძახით, ჩავიდეთ და რაღაც, მართლა პარალიზებული გვაქვს, უკვე შენ სამოქმედო აღარ გაქვს… ვიღაც იძახდა იმ დღეს, მერე რაო, გავიდა ორი დღე და მესამეზე ხომ გახსნიო, ბიჭო, შეუძლებელია, ჩამოიშლებიან. ანუ ტიპი დილით, პროკურორი სამსახურში ვერ მიდის. იმ პროკურორს მეზობელი ხომ ჰყავს დედამო…ნული, უყურებს, რომ ეს ს…რი ყოველ დილით რომ მიდიოდა, მანქანა აქ დგას, ძალიან ისეთ (მაგალითს) გეუბნები, მინისტრი სახლიდან აძლევს ინტერვიუს, ვერ იკრიბებიან… მას (ხელისუფლებას) აქვს სამოქმედო. ოღონდ შენ ეს უნდა გედოს (სამოქმედო გეგმა), როგორ აკეთებ, რანაირად აკეთებ და უკვე გადაწყვეტილება უნდა აკლდეს, თორემ იქვე ვერ იზამ ქაოსში, რომ მერე ვიფიქრო, ახლა როგორ ვქნა და რაღაც ეგრე, ვერ იზამ“.

გავრცელებულ ჩანაწერში ასევე საუბარია გიორგი ონიანსა და ერთ-ერთ თანამოსაუბრეს შორის:

თანამოსაუბრე: „შარშანაც ეგ ამბავი იყო, ჭიჭინაძიდან და 9 აპრილიდან მოიპარეს ტიპები და ეგეც ძალიან „ტრიგერი“ იყო“; გიორგი ონიანი: „იმიტომ, რომ იქ სცემდნენ პოლიციელებს, არ გახსოვთ სინამდვილეში“; თანამოსაუბრე: „მაგ დღეს ჩაი..ვეს, რა“; გიორგი ონიანი: „იმიტომ, რომ დაცვის მექანიზმები არ ჰქონდათ და იქამდე მოვუშვით ხალხი, პარლამენტში ვერც შევედით, გახსოვთ?“

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,845,741 ნახვა