პოლიტიკა

კახა კალაძე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც წესების გარეშე მოქმედებენ, ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი

„განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მუქარა და ბულინგი არის ფაშიზმი, რაც ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან „ქართული ოცნების” გეგმას, შექმნას “მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების მონაცემთა ბაზა”.

„გვაქვს პრეტენზია ევროპულობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეგვიძლია. გვაქვს ყველანაირი მასალა იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, ჩვენს ფეხბურთელებზე როგორი შეურაცხყოფა მიდიოდა. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი ევროპულ ღირებულებებთან არ აქვთ, ჩვეულებრივი ფაშიზმია, რასაც ყველა უნდა დავუპირისპირდეთ. როგორ შეიძლება განსხვავებული პოზიციის გამო ან რაიმე საკითხზე დისტანცირების გამო დააბულინგო და მოღალატე უწოდო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მას პირადად მოუწია შეეცვალა მობილური ტელეფონი, თუმცა არ გაუთიშავს ნომერი.

„ტელეფონების გამოქვეყნებას რაც შეეხება, მე პირადად მომიწია შემეცვალა ტელეფონი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ გავთიშე. ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება. ვინ არიან ეს ადამიანები უნდა იცოდეს საზოგადოებამ. მე არ ვიკადრებ იმას, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ვინმეს ოჯახს დავემუქრო. ეს ადამიანები კი აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, სადაც წესები არ არსებობს. ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,791,021 ნახვა