პოსტები სოციალური ქსელიდან

ევროპარლამენტარების ნაწილს ცინიკური გათვლა აქვს – აამხედრონ ხალხი მთავრობის წინააღმდეგ, რასაც, ფიქრობენ, რომ ხალხის დაზარალებით მიაღწევენ, ეს ხალხი უყვართ კი არა, ცალ ფეხზე ჰკიდიათ – დავით ჩიხელიძე

ევროპარლამენტარების ნაწილს ცინიკური გათვლა აქვს – აამხედრონ ხალხი მთავრობის წინააღმდეგ, რასაც, ფიქრობენ, რომ ხალხის დაზარალებით მიაღწევენ და რეალურად ეს ხალხი უყვართ კი არა, ცალ ფეხზე ჰკიდიათ და მანიპულირებად ბრბოდ მიიჩნევენ, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ნაცები“, „ენჯეოები“ და მათი პატრონი ევროპარლამენტარები ამბობდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი მიეცა ქართველ ხალხს და არა მთავრობას, რადგან მთავრობა არ იმსახურებს, თუმცა მათ ქართველი ხალხი უყვართ.

„მართლა სასაცილოა, რა ჭკვიანი ჰგონია ბევრს თავი და როგორი მოკლე ჭკუა აქვს სინამდვილეში. გვახსოვს ლოზუნგი აქაური „ნაცების“, „ენჯეოების“ და მათი პატრონი ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი მიეცა ქართველ ხალხს და არა მთავრობას, რადგან მთავრობა არ იმსახურებს, თუმცა მათ უყვართ ქართველი ხალხი.

როგორ გგონიათ, ნამდვილად ასეთი განწყობის ადამიანები მიიღებდნენ რეზოლუციას რეკომენდაციით, რომ გადაიხედოს ვიზალიბერალიზაციაო? ეს ხომ ხალხს დააზარალებდა, მთავრობა თუ არ მოსწონთ და მისთვის სანქციებს ითხოვენ, ხალხი ხომ უყვართ და რას ერჩიან? ცხადია, აშკარაა, რომ რაღაცას იტყუებიან, ევროპარლამენტარების ნაწილს ცინიკური გათვლა აქვს – აამხედრონ ხალხი მთავრობის წინააღმდეგ, რასაც, ფიქრობენ, რომ ხალხის დაზარალებით მიაღწევენ და რეალურად ეს ხალხი უყვართ კი არა, ცალ ფეხზე ჰკიდიათ და მანიპულირებად ბრბოდ მიიჩნევენ. ამას ვინც ვერ მიხვდით, შტერები ხართ, ვინც არ მიხვდით – ნაძირალები“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,037 ნახვა