პოსტები სოციალური ქსელიდან

ცოლ-ქმარი აშანტაჟებდა ადამიანებს და განსაკუთრებით იმათ, ვინც თავიდან მტკიცედ იდგა ქართულ პოზიციაზე – ეს არის უზნეო, „ნაცმოძრაობის“ ხელწერა – ედიშერ გვენეტაძე უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეზე

„სად არიან ახლა ის „დემოკრატები“, რომლებიც ე.წ. სამხედრო ექსპერტ უჩა აბაშიძეს თითქოსდა მისი „სათამაშო“ იარაღებით გართობის დაპატიმრების გამო პოლიტპატიმრად აცხადებდნენ! – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე შს სამინისტროს მიერ უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მათ განიზრახეს სხვადასხვა პირთა ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა, ბინიდან კი ამოღებულია პორნოგრაფიული ხასიათის ვიზუალური მასალები.

გვენეტაძის განცხადებით, ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა.

მისი თქმით, სახეზე გვაქვს პოლიტიკურ პატიმრად შერაცხილი იარაღის არსენალის მქონე კიბერ-ტერორისტების საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და აუცილებელია დამკვეთის გამოვლენა.

„სად არიან ახლა ის „დემოკრატები“, რომლებიც ე.წ. სამხედრო ექსპერტ უჩა აბაშიძეს თითქოსდა მისი „სათამაშო“ იარაღებით გართობის დაპატიმრების გამო პოლიტპატიმრად აცხადებდნენ! თურმე, ნუ იტყვით და ეს „პატალა-პატალა“ ბიჭი და მისი ცოლი ყოვლად უხამსი, ურჯუკული ფორმებითა და ხერხებით რა თქმა უნდა სათანადო თანხის პატრონებისაგან მიღების სანაცვლოდ ადამიანებს უკანონოდ უღებდნენ ინტიმური ხასიათის ვიდეოებს! შემდეგ აშანტაჟებდნენ და ემუქრებოდნენ გავრცელებით! აქ ერთი რამ უდავო და მკაფიოდ ნათელია! სახელდობრ, ეს არის უზნეო, გათახსირებული, ყველაფრის მკადრებელი (და ეს რომ ასეა წუხელის პრემიერთან პრესკონფერენციის დროს მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე, საკუთარი ბაგეებით დაადასტურა ერთ-ერთმა მათმა რუპორმა) და გაკოტრებული პოლიტიკური ძალის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა!

უფრო მეტიც, როგორც ირკვევა ცოლ-ქმარი ფლობდა შეიარაღებას აშანტაჟებდნენ ადამიანებს და განსაკუთრებით იმათ ვინც თავიდან მტკიცედ იდგა ქართულ პოზიციაზე, ხოლო მათი შანტაჟის, შემდეგ მოულოდნელად აყვირდნენ „არა რუსულ კანონს“! აი ესაა სინამდვილეში სამშობლოსათვის „გულანთებული“ უჩა აბაშიძისა და ძვირფასი მეუღლის „მოღვაწეობა“! ანუ სახეზე გვაქვს პოლიტიკურ პატიმრად შერაცხილი შეიარაღებული არსენალის მქონე კიბერ-ტერორისტების საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული სამწუხარო ოდისეა! აუცილებელია დამკვეთების გამოვლენა, რაც აუცილებლად უნდა გააკეთონ ჩვენმა სამართალდამცველებმა!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,212 ნახვა