პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აქციაზე ადამიანები გულუბრყვილობით, ან გულწრფელობით არიან შეკრებილნი იმ დროშის ქვეშ, რომელიც ააფრიალეს ადამიანებმა, რომლებმაც თავისი ხელისუფლების პერიოდი უღირსად გაიარეს

აქციაზე ადამიანები გულუბრყვილობით, ან გულწრფელობით არიან შეკრებილნი იმ დროშის ქვეშ, რომელიც ააფრიალეს ადამიანებმა, რომლებმაც თავისი ხელისუფლების პერიოდი უღირსად გაიარეს – ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი  ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას.

„რასაკვირველია, [აქციის მონაწილეთა] რაოდენობას აჭარბებენ, მაგრამ გადათვლა შეიძლება. რასაც ვხედავ, ნათელი სახეა ადამიანების, რომლებიც, ალბათ, რაღაცნაირად გულუბრყვილობით, ან გულწრფელობით არიან შეკრებილნი იმ დროშის ქვეშ, რომელიც ააფრიალეს ადამიანებმა, რომლებმაც უღირსად გაიარეს თავისი [ხელისუფლების] პერიოდი. როცა ვამბობთ, რომ სისხლიანი 9 წელი როდის უნდა დავივიწყოთო, დავივიწყებდით, დაიღალა ხალხი ამდენი ნეგატივით, მაგრამ ამ პროცესებში ვუყურებთ ხალხს, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა რეჟიმის შექმნაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა