სამართალი

ვახტანგ გომელაური – ვიმედოვნებთ, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსების, სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში, შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს

მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები, სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს, ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

გომელაურის თქმით, მათი სურვილი არაა, რამდენიმე ასეული საქართველოს თანამოქალაქე თუ უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი, თუმცა სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლის, კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას სათანადო ზომებით უპასუხოს.

„გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში, შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს, რომელიც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული“, – განაცხადა გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გასულ წლებში ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლთან მიმართებით. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ამოქმედდება. ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ამოქმედდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,845,727 ნახვა