რელიგია

ილია II მრევლს მიმართავს: “მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად” –

x

ამ­ჟა­მად ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ რთულ მო­ნაკ­ვეთს გა­დის, მშვი­დო­ბა ყვე­ლას გვინ­და, მაგ­რამ მისი მიღ­წე­ვა ხში­რად გვი­ჭირს, რად­გან არ ვიქ­ცე­ვით სწო­რად, არ მივ­მარ­თავთ და არ ვსა­სო­ებთ მას, ვინც არის სა­თა­ვე და წყა­რო მშვი­დო­ბი­სა – ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა, – ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მრევ­ლი­სად­მი მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი.

პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თავს მრევლს “შევ­თხო­ვოთ ყოვ­ლის­შემ­ძლე და ყოვ­ლა­დძ­ლი­ერ ღმერ­თს, რომ, სა­ქარ­თვე­ლოც გა­და­არ­ჩი­ნოს და მშვი­დო­ბი­თა და ერ­თო­ბით გვა­კურ­თხოს“.

“ქრის­ტეს მიერ საყ­ვა­რე­ლო ძმა­ნო და დანო, ჩვე­ნო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო, ქრის­ტე აღ­დგა!

გი­ლო­ცავთ ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის გა­ნახ­ლე­ბას, კვი­რა­ცხოვ­ლო­ბის დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს; ხსე­ნე­ბას წმ. თომა მო­ცი­ქუ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტეს პირ­ვე­ლი მქა­და­გებ­ლის, წმი­და მო­ცი­ქულ ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი­სა და ქრის­ტეს რწმე­ნის­თვის ლა­ზეთ­ში მო­წყვე­ტილ 300 მო­წა­მე­თა; ასე­ვე, ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვდო­მი­ლო­ბის ზე­იმს!

დღე­ვან­დე­ლო დღე გა­მორ­ჩე­უ­ლია და ამი­ტო­მაც მინ­და გთხო­ვოთ, რომ სწო­რედ დღე­ი­დან კი­დევ უფრო გა­ვაძ­ლი­ე­როთ ლოც­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

ამ­ჟა­მად ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ რთულ მო­ნაკ­ვეთს გა­დის. მშვი­დო­ბა ყვე­ლას გვინ­და, მაგ­რამ მისი მიღ­წე­ვა ხში­რად გვი­ჭირს, რად­გან არ ვიქ­ცე­ვით სწო­რად, არ მივ­მარ­თავთ და არ ვსა­სო­ებთ მას, ვინც არის სა­თა­ვე და წყა­რო მშვი­დო­ბი­სა,- ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა.

მინ­და შე­გახ­სე­ნოთ ჭეშ­მა­რი­ტი ღვთის სა­დი­დე­ბე­ლი ლოც­ვა სამი ახალ­გაზ­რდი­სა: – ანა­ნია, აზა­რია და მი­სა­ე­ლი­სა, რომ­ლე­ბიც ბა­ბი­ლო­ნის მეფე ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სორ­მა დას­ჯის მიზ­ნით ისეთ გა­ვარ­ვა­რე­ბულ ღუ­მელ­ში ჩა­ყა­რა, რომ მის ახ­ლოს მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბიც ცე­ცხლის ალის­გან და­იწ­ვნენ, ისი­ნი კი სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბელ­ნი დარ­ჩნენ, რად­გან უფ­ლის ან­გე­ლო­ზი იყო მათ­თან და ცე­ცხლის მხურ­ვა­ლე­ბამ ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლოთ.

შევ­თხო­ვოთ ყოვ­ლის­შემ­ძლე და ყოვ­ლა­დძ­ლი­ერ ღმერ­თს, რომ, რო­გორც ანა­ნია, აზა­რია და მი­სა­ე­ლი გა­და­არ­ჩი­ნა მან უდი­დეს გან­საც­დელს, სა­ქარ­თვე­ლოც გა­და­არ­ჩი­ნოს და მშვი­დო­ბი­თა და ერ­თო­ბით გვა­კურ­თხოს.

ამ ლოც­ვის ტექ­სტი ასე­თია:

“კურ­თხე­უ­ლი ხარ, უფა­ლო, ჩვე­ნი მამა-პა­პის ღმერ­თო, ქე­ბუ­ლი და დი­დე­ბუ­ლი ხარ უკუ­ნი­სამ­დე; კურ­თხე­უ­ლია შენი დი­დე­ბის სა­ხე­ლი, წმინ­და, ქე­ბუ­ლი და გან­დი­დე­ბუ­ლია უკუ­ნი­სამ­დე!

კურ­თხე­უ­ლი ხარ შენ დი­დე­ბის წმინ­და ტა­ძარ­ში; ქე­ბუ­ლი და დი­დე­ბუ­ლი ხარ უკუ­ნი­სამ­დე!

კურ­თხე­უ­ლი ხარ შენ, უფსკრულ­თა მხილ­ვე­ლი, ქე­რუ­ბი­მებ­ზე მჯდო­მა­რე, ქე­ბუ­ლი და დი­დე­ბუ­ლი ხარ უკუ­ნი­სამ­დე!

კურ­თხე­უ­ლი ხარ შენს სა­მე­უ­ფო ტახ­ტზე, ქე­ბუ­ლი და დი­დე­ბუ­ლი ხარ უკუ­ნი­სამ­დე!

კურ­თხე­უ­ლი ხარ ცის მყარ­ზე, ქე­ბუ­ლი და დი­დე­ბუ­ლი ხარ უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ უფ­ლის ყო­ვე­ლი საქ­მე, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, უფ­ლის ან­გე­ლოზ­ნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, ცანო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ უკუ­ნი­სამ­დე!

ადი­დეთ, წყალ­ნო ცის ზე­მოთ, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, უფ­ლის ძალ­ნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, მზეო და მთვა­რეო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, ცის ვარ­სკვლავ­ნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, ყო­ვე­ლო წვი­მავ და ცვარ-ნამო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, ყო­ველ­ნო ქარ­ნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, ცე­ცხლო და სი­ცხევ, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, ყინ­ვავ და ხვა­ტო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, ცვარ-ნამო და ღრუ­ბელ­ნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, ყინ­ვავ და სი­ცი­ვევ, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, თრთვილ­ნო და თოვლნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, დღევ და ღა­მევ, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, ნა­თე­ლო და ბნე­ლო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, ელ­ვავ და ღრუ­ბელ­ნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხოს დე­და­მი­წამ უფა­ლი, უგა­ლო­ბოს და გა­ნა­დი­დოს იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, მთა­ნო და ბორ­ცვნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, უფა­ლი, ყო­ველ­ნო მცე­ნა­რე­ნო დე­და­მი­წა­ზე, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ წყა­როს­თვალ­ნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, ზღვა­ნო და მდი­ნა­რე­ნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ უფა­ლი, ვე­შაპ­ნო და წყალ­ში მცუ­რავ­ნო, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, ცის ყო­ველ­ნო ფრინ­ველ­ნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, ოთხფეხ­ნო და მი­წის ყო­ველ­ნო მხეც­ნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, ადა­მის ძენო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხე, ის­რა­ელ, უფა­ლი, უგა­ლო­ბე და გა­ნა­დი­დე იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, მღვდელ­ნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, უფ­ლის მორ­ჩილ­ნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, მარ­თალ­თა სულ­ნო და სამ­შვინ­ველ­ნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ, წმინ­და­ნო და გუ­ლით გლა­ხაკ­ნო, უფა­ლი, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე!

აკურ­თხეთ უფა­ლი, ანა­ნია, აზა­რია და მი­სა­ელ, უგა­ლო­ბეთ და გა­ნა­დი­დეთ იგი უკუ­ნი­სამ­დე, რად­გან მან გა­მოგ­ვიყ­ვა­ნა ჯო­ჯო­ხე­თი­დან, მან გვიხ­სნა სიკ­ვდი­ლის ხე­ლი­დან, გა­მოგვტა­ცა გა­ვარ­ვა­რე­ბუ­ლი ღუმ­ლის წი­აღს, დაგ­ვიხ­სნა შუ­ა­გულ ცე­ცხლი­დან!

აქეთ უფა­ლი, რად­გან კე­თი­ლია, რად­გან უკუ­ნი­სამ­დეა წყა­ლო­ბა მისი!

უფ­ლის თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­ნო, აკურ­თხეთ ღმერ­თთა ღმერ­თი, უგა­ლო­ბეთ და აქეთ იგი, რად­გან უკუ­ნი­სამ­დეა წყა­ლო­ბა მისი!”

ყო­ველ­დღე თქვით ეს სა­დი­დე­ბე­ლი და შე­ა­ვედ­რეთ უფალს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა.

“უფალ­მან ძალი ერსა თვის­სა მოს­ცეს, უფალ­მან აკურ­თხოს ერი თვი­სი მშვი­დო­ბით!”, – ნათ­ქვა­მია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,849,051 ნახვა