GD Banner
საზოგადოება

სოზარ სუბარი: ნებისმიერი შეკრება და მანიფესტაცია იქნება დაცული მანამ, სანამ ის ატარებს კანონიერ ხასიათს, როგორც კი მიიღებს საპირისპირო შინაარსს, იქნება მიღებული კანონით გათვალისწინებული ზომები

„საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება არის აბსოლუტურად დაცული მანამ, სანამ ის არ მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს,” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ის, რაც საზოგადოებამ შეკრებებზე იხილა, განსაკუთრებით წუხელ, იყო კანონის დარღვევა და მასზე სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

„საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება არის აბსოლუტურად დაცული მანამ, სანამ ის არ მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. კანონსაწინააღმდეგო ხასიათია ის, რაც ვიხილეთ წუხელ, როდესაც პოლიციელებს ასხამდნენ თვალებში წიწაკის სპრეის, აგინებდნენ, გადადიოდნენ შეტევაზე, ესროდნენ გარკვეულ ნივთებს, ბოთლებს და ამას ბუნებრივია, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება სამართალდამცველების მხრიდან.

კანონის დარღვევაა, როცა შეკრების მონაწილეები ცდილობდნენ სახელმწიფო შენობების, სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებას. პარლამენტი არის სტრატეგიულო ობიექტი, მით უმეტეს საპარლამენტო რესპუბლიკაში და ამას ბუნებრივია, მოჰყვება პასუხი სახელმწიფოს მხრიდან.

ამიტომაც, ნებისმიერი შეკრება და მანიფესტაცია იქნება დაცული, მანამ, სანამ ის ატარებს კანონიერ ხასიათს, როგორც კი მიიღებს საპირისპირო ხასიათს, იქნება მიღებული კანონით გათვალისწინებული ზომები კანონის დამრღვევთა წინააღმდეგ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,831 ნახვა