საზოგადოება

თამარ ჩიბურდანიძე: პრეზიდენტი ქართველი ხალხის უმრავლესობას ღიად დაუპირისპირდა და რევოლუცია გამოუცხადა, შედეგად მიიღებს ისეთივე მარცხს, რაც მიიღეს გუშინ

„ერთთვიანი ყალბი პროპაგანდის შედეგად ოპოზიცია დამარცხდა ხელისუფლებასთან ბრძოლაში, ასეთივე მარცხს მიიღებს ყველა, ვინც სიმართლეს სიყალბით დაუპირისპირდება, ქართველი იქნება თუ უცხოელი,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ პოლიტიკას წყვეტს უმრავლესობა და ქართველი ხალხის უმრავლესობა დღეს ხელისუფლების გვერდით დგას.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოსაც მარტივად დაძლევს.

„სალომე ზურაბიშვილს უნდა ახსოვდეს, რომ კანონში ჩასწორებები სულაც არ შედის ჩვენს ინტერესებში, ეს მხოლოდ დასავლეთის ინტერესებში შედის და გაითვალისწინებს თუ არა მათ მითითებას, მხოლოდ მისი პრობლემაა. საპარლამენტო უმრავლესობა ამ ვეტოსაც ისევე მარტივად დაძლევს, როგორც მიიღეს ეს კანონი სამივე მოსმენით.

მთავარი განაცხადი, რაც მან დღეს გააკეთა, არის ის, რომ ღიად დააანონსა რევოლუცია საქართველოში. ამ ძალადაკარგულ ოპოზიციას სათავეში უდგება და ბოლომდე ახალისებს ძალადობას ქუჩაში. აქაც მწარედ ცდება, რადგან თუ როგორი მტკიცე ნებისყოფა აქვს საქართველოს ხელისუფლებას და პოლიციას, ეს მსოფლიომ დაინახა. ერთთვიანი ყალბი პროპაგანდის შედეგად ოპოზიცია დამარცხდა ხელისუფლებასთან ბრძოლაში, ასეთივე მარცხს მიიღებს ყველა, ვინც სიმართლეს სიყალბით დაუპირისპირდება, ქართველი იქნება თუ უცხოელი.

დღევანდელი განცხადებით, პრეზიდენტი ქართველი ხალხის უმრავლესობას ღიად დაუპირისპირდა და რევოლუცია გამოუცხადა. შედეგად მიიღებს ისეთივე მწარე მარცხს, რაც მიიღეს გუშინ. პოლიტიკას წყვეტს უმრავლესობა და ქართველი ხალხის უმრავლესობა დღეს ხელისუფლების გვერდით დგას,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,076 ნახვა