GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – პარლამენტის შენობის წინ, სცენაზე ვნახეთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობა, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა მიუღებელია

სცენაზე, პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიუღებელია, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ.

„რაც შეეხება იმას, რა ხდება სცენაზე, როდესაც გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, პრინციპში, ამას ვითხოვდით ჩვენ ე.წ. რუსული კანონით – ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე, პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ბუნებრივია, აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია. დანარჩენზე საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ და აქციის მონაწილეებს მიმართეს

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,900,829 ნახვა