GD Banner
პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: აი ამისთვის არ იწვალა ოცნებამ, რომ მეტი ქალი ყოფილიყო პოლიტიკაში

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი მარიამ ლაშხი, რომელსაც დღეს „ნაცმოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი ქალების ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ძალადობა და ძალადობის წახალისება არა ქართული, არა ევროპული ღირებულებაა!
მით უმეტეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც მაგალითის მიმცემი უმაღლესი სტრუქტურაა ქვეყანაში.

იმედი მაქვს პარლამენტის მე-11 მოწვევას საზოგადოება გონივრულად დააკომპლექტებს და სწორ ანალიზს გაუკეთებს დღევანდელ მდგომარეობას.

აი ამისთვის არ იწვალა ოცნებამ, რომ მეტი ქალი ყოფილიყო პოლიტიკაში.

ვინც დღეს თინას და ალეკოს მარჯვენას უწონებთ, ევროპის გზიდან ყველაზე შორს ხართ!“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,445 ნახვა