პოლიტიკა

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მამუკა ჯმუხაძე: ლექტორის მხრიდან ზეწოლა ლექციაზე არ დასწრებასთან დაკავშირებით და ამის წახალისება, ზღუდავს სტუდენტების ინტერესებსა და უფლებებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი მამუკა ჯმუხაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“მე, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის 23 ათასი სტუდენტიდან ერთ-ერთი, ვაფიქსირებ ჩემს აზრს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.

მიმაჩნია, რომ ლექტორის მხრიდან სტუდენტებზე ზეწოლა, ლექციაზე არ დასწრებასთან დაკავშირებით და ამის წახალისება, არანაირად არ ჯდება აკადემიური კეთილსინდისიერების ფარგლებში და ზღუდავს სტუდენტების ინტერესებსა და უფლებებს. ჩემი მშობლიური უნივერსიტეტი ყოველთვის იდგა და დგას სტუდენტების გვერდით და ნებისმიერი სტუდენტის აზრს პატივს სცემს.

აქ ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ვისწავლეთ ბევრი რამ, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთს ნუ ვაწყენინებთ. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით ევროპულ მომავალს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

შეურაცხყოფა არასდროს არავისთვის არ მიმიყენებია ცხოვრებაში. მაპატიეთ, მაგრამ იმ “ენჯეოების” გვერდით ვერ დავდგები, ვინც ჩარიცხული თანხებით ებრძვის საპატრიარქოს. ბავშთა სახლების, მოხუცთა თავშესაფრებისა და შშმ პირების დასახმარებლად ჩარიცხულ თანხებს იყენებენ “ლჯბტ” პროპაგანდის დაფინანსებაში. მე პირადად, ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე. ვფიქრობ, ზემოთ ნახსენებ ფაქტებს გამჭვირვალობა ნათლად დაგვანახებს. სწორედ ამ მიზეზით არ სურთ რადიკალურ ჯგუფებს, რომ მხარი დაუჭირონ ამ კანონს.

სუფთა ადამიანს გამჭირვალობის არეშინია, ეს არის დაუწერელი სიმართლე. რუსეთმა მე ოჯახის წევრი მომიკლა და რუსეთი ჩემი ოჯახის და სამშობლოს მტერია, ამასაც ხმამაღლა ვაფიქსირებ და დავაფიქსირებ ყველგან ყოველთვის. ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენი რწმენით, ჩვენი კულტურით და ღირებულებებით”,-წერს მამუკა ჯმუხაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,914 ნახვა