პოლიტიკა

მამა შალვა კეკელია: „გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?!”

„აქციაზე 90%-ს კანონი წაკითხული არ აქვს. უბრალოდ ამბობენ, ევროკავშირი გვეუბნება, არ უნდა მიიღოთ და მორჩა. ხვალ მეტყვიან ის კანონი მიიღეთ, რაც საბერძნეთმა მიიღო, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს, მოსთხოვა ევროპამ და მიაღებინეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ევროპარლამენტარი გამოდის საქართველოში და გვესაუბრება იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის ბნელეთი, კაცი რომელიც არის გათხოვილი”, – ასე ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა შალვა კეკელია.

„ეს დღეებია ვადევნებ თვალს გამომსვლელებს, მათ შორის პარლამენტშიც და არცერთი ოპოზიციონერისგან ერთი არგუმენტიც ვერ მოვისმინე, კანონი რატომ არის ცუდი?! ჩვენ, მოაზროვნე ადამიანებს გვჭირდება არგუმენტები, ეს მონური დამოკიდებულება არ გვექნება არავისთან. ჩვენი მეგობრები ახლობლები გადიოდნენ აქციებზე და ვეკითხებოდი რატომ იყო კანონი რუსული. აქციაზე 90%-ს კანონი წაკითხული არ აქვს. უბრალოდ ამბობენ, ევროკავშირი გვეუბნება, არ უნდა მიიღოთ და მორჩა. ხვალ მეტყვიან ის კანონი მიიღეთ, რაც საბერძნეთმა მიიღო, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს, მოსთხოვა ევროპამ და მიაღებინეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ევროპარლამენტარი გამოდის საქართველოში და გვესაუბრება იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის ბნელეთი, კაცი რომელიც არის გათხოვილი. გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?! რატომ უნდა მიგვითითონ რამეზე ქვეყანას, რომელიც დამოუკიდებელია. 17 მაისს ვიკრიბებით ქაშუეთში და გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, გამოხვიდეთ. ვანახოთ ყველას, რა არის ოჯახის სიწმინდე! ოჯახის სიწმინდის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია!”, – ამბობს სასულიერო პირი ვიდეო მიმართვაში.

ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა, რომელმაც პრესკონფერენციაზე ქართველებს ასე მიმართა :„როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“, 2012 წელს ცოლად შეირთო თავისი მეგობარი მაიკლ კლოპნერი. ერთნაირსქესიანი წყვილის კურთხევა მოხდა როტენბურგ ან დერ ფულდას კოლეგიურ ეკლესიაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა