პოლიტიკა

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრის ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან

ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქაშ­ვე­თის ტაძ­რის ეზო­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან. ქაშ­ვე­თის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში, 13:00-ზე ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­რაკ­ლი­სი აღევ­ლი­ნე­ბა, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­მე­ბის ტაძ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მსვლე­ლო­ბა და­ი­წყე­ბა.

მცი­რე პა­რაკ­ლისს სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი), სამ­ღვდე­ლო­ე­ბას­თან ერ­თად აღას­რუ­ლებს, მსვლე­ლო­ბის და­სას­რულს კი, სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში სა­მად­ლო­ბე­ლი პა­რაკ­ლი­სი შეს­რულ­დე­ბა.

ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, დღეს, 13:00-ზე, პა­რაკ­ლი­სი ასე­ვე აღევ­ლი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ეპარ­ქი­ა­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ბოლო ათი წე­ლია, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვი­თა და ინი­ცი­ა­ტი­ვით, 17 მა­ისს ქვე­ყა­ნა­ში ოჯა­ხის სიწ­მინ­დი­სა და მშობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,033 ნახვა