GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: კანონის რუსულობა საბოლოოდ დიდი თაღლითობა რომ აღმოჩნდა, ორი კვირით გადანახული „ჯოკერი“ გამოაგდეს, მაგრამ დეკლარაციის შესწავლის მიზანთან სქესობრივი ცხოვრება, მრწამსი ან ჯანმრთელობა რა შუაშია, ვინმემ ახსნას

ამ კანონის რუსულობა საბოლოოდ დიდი თაღლითობა რომ აღმოჩნდა, ახლა ორი კვირით გადანახული „ჯოკერი“ გამოაგდეს, მაგრამ დეკლარაციის შესწავლის მიზანთან (კანონის მეოთხე მუხლის მეოთხე პუნქტი) სქესობრივი ცხოვრება, მრწამსი ან ჯანმრთელობა რა შუაშია, ვინმემ ახსნას ამ ტყუილების გამავრცელებლებიდან, უკადრებელს რომ კადრულობენ! – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი Facebook-ზე წერს.

„წავიდნენ, წამოვიდნენ, ისევ პირად სქესობრივ ცხოვრებას მიადგნენ და ამაზე აკეთებენ „ფეიკებს”. სწორედ ამიტომ ხართ უჩა აბაშიძის მორალის ხალხი, ტყუილად არ გეძახით უკვე რამდენიმე დღეა!“ – წერს მათიკაშვილი.

მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია გამჭირვალობის კანონთან დაკავშირებით – ოპოზიცია ამჯერადაც სიცრუით, მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ოპოზიციაში ამბობენ, თითქოს კანონპროექტი ფიზიკურ პირს ეხება და კანონის მიღების შემდეგ შესაძლებელია პერსონალურ მონაცემებზე წვდომაც.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,214 ნახვა