პოსტები სოციალური ქსელიდან

დავით ქართველიშვილი: BBC-ის შეფის მტკიცებით, აუდიტორია თავად ითხოვს, რომ მას ფეიკითა და დეზინფორმაციით ასაზრდოებდნენ და სწორედ ამას მიიჩნევენ თავის „ფასეულობებად”

საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელების თემაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და BBC-ის მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელის განცხადებას იშველიებს. დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ BBC-ის შეფის მტკიცებით, აუდიტორია თავად ითხოვს ფეიკითა და დეზინფორმაციით მათ კვებას.

„BBC-ის მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელის განცხადებით: „მიუკერძოებელი ინფორმაცია სულ უფრო იქცევა აუდიტორიის შეურაცხყოფად, რომელიც თვლის, რომ მოვლენათა დაბალანსებული გაშუქება თავს ესხმის მათ ღირებულებებს”. ბოლო გაჩერება! მატარებელი „დალშე” აღარ მიდის! BBC-ის შეფის მტკიცებით, აუდიტორია თავად ითხოვს, რომ მას ფეიკითა და დეზინფორმაციით ასაზრდოებდნენ და სწორედ ამას მიიჩნევენ თავის „ფასეულობებად”.

ამ ნარატივის კონტექსტში საინტერესო ჟღერადობას იძენს ევროკომისიის 9 რეკომენდაციიდან პირველი, სადაც საქართველოს ურჩევენ თავი შეიკავონ ევროკავშირის ღირებულებებზე დეზინფორმაციის გავრცელებისაგან. Oops დამავიწყდა. „სორრი”. BBC და მისი აუდიტორია ხომ ევროკავშირი აღარაა და მათ უკვე „სულ სხვა” ფასეულობები გააჩნიათ…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა