უცხოური მედია

Politico: ურსულა ფონ დერ ლაიენი უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს

ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით გამარჯვებას ცდილობს, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს, – ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

კომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპა რუსეთის მსგავსი მტრებისთვის საკმარისად მზად არ არის.

ევროპულ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ფონ დერ ლაიენმა დანიაში გამართულ წინასაარჩევნო სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპული დემოკრატიის დასაცავად, საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები უცხოური ჩარევების წინააღმდეგ. ოთხშაბათს კი, მან ევროკომისრებს მიმართა და გააფრთხილა, რომ მოსალოდნელია დეზინფორმაციული და ჰაკერული შემოტევები.

„გვინდა თუ არა ძლიერი ევროპა, რომელიც იბრძვის ჩვენი ღირებულებებისა და დემოკრატიისთვის? ან, მეორე მხრივ, ვაძლევთ თუ არა ჩვენი დემოკრატიების მიტაცების უფლებას ავტორიტარებსა და მარიონეტებს?“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა კოპენჰაგენში სიტყვით გამოსვლისას.

ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ის შექმნის „ევროპული დემოკრატიის ფარს“, რათა უცხოურ ჩარევებს შეებრძოლოს. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი საფრთხეებისთვის ევროპა საკმარისად დაცული და ორგანიზებული არ არის. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კიბერშეტევების შემთხვევები გაიზარდა, მათ შორის საკუთარ საარჩევნო ვებ-საიტებზეც.

„ხელოვნური ინტელექტი AI ახლა საშუალებას იძლევა შექმნას წარმოუდგენლად რეალისტური „ფეიქი“ – რომელსაც შეუძლია დესტაბილიზაციის გამომწვევი როლი ჰქონდეს საარჩევნო კამპანიაში“, – აღნიშნა მან.

გეგმა, რომელიც ფონ დერ ლაიენმა, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში წამოაყენა, მოიცავს დეზინფორმაციის ევროპული განყოფილების შექმნას.

ევროკავშირის ქვეყნები ასევე ემზადებიან ერთობლივი რეაგირების ჯგუფების შესაქმნელად, რომლებიც ფოკუსირდებიან ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის დივერსიასა და ინფორმაციით მანიპულირებაზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,222 ნახვა