პოლიტიკა

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი: ქართველების გადაწყვეტილების მიღების ვარიანტები ჩვენგან განსხვავებულია – არ მინდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული ვუწოდო

2024 წლის 16 მაისს საქართველოს და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა პრაღაში რიგით მეორე ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი გახსნეს. ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩეხური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა მის ქართველ კოლეგა რატი ბრეგაძესთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “საქართველოს კანონის თაობაზე და მისთვის გასაგებია საქართველოს მთავრობის პოზიცია არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით

მედიისთვის მიცემული კომენტარის გამო ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში გააკრიტიკა ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ, რომელიც ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს წითელი ბარათით დაემუქრა თუ ის არ შეწყვეტდა „პრორუსი აგენტების“ დაცვას.

“ეს არის ჩემი სიტყვები საქართველოს შესახებ, ზუსტად გადმოცემული. ნებისმიერს შეუძლია შეადაროს ისინი ბრალდებებს @MarketkaG   რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. ის არ ციტირებდა „დემოკრატიული“ სიტყვებით.

💬 „მე, ერთ ფუნდამენტურ შეცდომად მიმაჩნია, როცა ჩვენი თვალით ვუყურებთ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, რომელსაც განსხვავებული ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. ქართველების გადაწყვეტილების მიღების ვარიანტები ჩვენგან განსხვავებულია. ჩვენ უნდა ვეცადოთ მათი მდგომარეობის თანაგრძნობას და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მათ შეფასებას“.

„მან(რატი ბრეგაძე,რედ.) ამიხსნა, რამდენად რთულია მათი მდგომარეობა რუსეთთან მიმართებაში, როცა საქართველოს ნაწილი რუსების მიერ არის ოკუპირებული. არ მინდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული ვუწოდო. დასავლეთი იქ ჯარს არასოდეს გაგზავნის, ამიტომ ისინი ყოველთვის მარტო არიან  რუსული არმიის წინააღმდეგ. მიჩვეულები არიან. ისინი შეიძლება მოიქცნენ განსხვავებულად, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, მაგრამ ისინი მარტონი არიან. ”

”შეცდომა იქნებოდა კომუნიკაციის შეწყვეტა. თუ ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში, მაშინ ჩვენთვის სასარგებლოა იურიდიული ინსტიტუტების საკუთარი ცოდნით დავიწყოთ, რადგან ერთ-ერთი პირობაა, რომ ქვეყანაში მოქმედებდეს კანონის უზენაესობა, ვთქვათ, ევროპული მოდელი.  საქართველო“. – ციტირებს საკუთარ ინტერვიუდან ამონარიდს სოციალურ ქსელ X-ზე პაველ ბლაჟეკი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.

“დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს” – განაცხადა პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, 84 მომხრე – 30 წინააღმდეგი  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო.  რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება

ვენეციის კომისია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტზე დასკვნას საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნებს

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,810,168 ნახვა