პოლიტიკა

ევროკომისარი პრემიერთან სატელეფონო საუბარზე: სლოვაკეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ

J

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული.

„ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ვიგრძენი, რომ პრემიერის ყურადღება მიმექცია იმ მნიშვნელობის შესახებ, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაცია. ამასთან დაკავშირებით, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იყო მოყვანილი, როგორც მაგალითი იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს საზოგადოებაში პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ, თუნდაც ევროპაში“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

„კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად იქნა ამოღებული კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის იყო წარმოდგენილი ისე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულად არასწორი ინტერპრეტაცია. მე კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი. მე ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც მიისწრაფვიან ევროპული მომავლისკენ“, – დასძინა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,908,156 ნახვა