პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი – საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს, რადგან ძლიერი დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს, ქვეყნის უსაფრთხოებას ბოლომდე დავიცავთ

საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს, რადგან ძლიერი დემოკრატია და სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს. არც არეულობას და არც პოლარიზაციის გაღრმავებას, მით უმეტეს, ტერორისტული აქტების მოწყობას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებას ბოლომდე დაიცავს.

„პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ ოპოზიციამ თქვა, მსგავსი არაფერი ყოფილაო, ვარჰეისგან კი, აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ. სინამდვილეში, ეს აღიარებითი ჩვენება უფრო მძიმე იყო, რადგან სიცოცხლის ხელყოფის მუქარასთან ერთად, იყო მუქარა ქუჩაში არეულობის. ზოგიერთებს სწორედ ამის შემჩნევა არ უნდათ. ეს ყველაფერი საზოგადოებას აჩვენებს, როგორი ენით გვესაუბრებიან ცალკეული აქტორები და რა მასშტაბი აქვს შანტაჟის ენას საქართველოს წინააღმდეგ. საზოგადოება მშვიდად უნდა იყოს, რადგან ძლიერი დემოკრატია და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები გვაქვს. შესაბამისად, არ დავუშვებთ არც არეულობას და არც პოლარიზაციის გაღრმავებას, მით უმეტეს, ტერორისტული აქტების მოწყობას. ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას ბოლომდე დავიცავთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა