საგარეო პოლიტიკა

აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა

აშშ-მა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს დახმარება არის ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიმართულია ხარკოვთან რუსეთის შეტევის მოგერიების დასახმარებლად.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს HIMARS-სთვის, 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, Javelin-ის და AT4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებსა, რაკეტებს, ასევე სხვა შეიარაღებასა და აღჭურვილობას.

აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ ეს პაკეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორედ ახლა, როდესაც მტერმა გააძლიერა თავდასხმები ფრონტის ხაზის გასწვრივ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,035 ნახვა