პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე: ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო – ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი და დიდი ომი სწორედ ევროპაში და ევროპიდან დაიწყო და ყველზე მეტი კოლონიაც ევროპამ დაიპყრო

ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო – ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს და ეს სადღაც ყურმოკრული ფეიკი ევროპის სიკარგის და სხვაზე აღმატებულობის არგუმენტი ჰგონია, – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე.

მისი თქმით, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი და დიდი ომი სწორედ ევროპაში და ევროპიდან დაიწყო და ყველზე მეტი კოლონიაც ევროპამ დაიპყრო. მანვე აღნიშნა, რომ საწინააღმდეგოს მტკიცებას და ასეთი უხეში შეცდომის დაცვა-გამართლებას საყველაფრო ექსპერტ-ანალიტიკოსებიც კი ვერ შეძლებენ.

„ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო – ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს და ეს სადღაც ყურმოკრული ფეიკი ევროპის სიკარგის და სხვაზე აღმატებულობის არგუმენტი ჰგონია. ვისაც ისტორიის წიგნში ცალი თვალით მაინც ჩაუხედავს, მისთვის ნათელია, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი და დიდი ომი სწორედ ევროპაში და ევროპიდან დაიწყო და ყველზე მეტი კოლონიაც ევროპამ დაიპყრო. საწინააღმდეგოს მტკიცებას და ასეთი უხეში შეცდომის დაცვა-გამართლებას ჩვენი საყველაფრო ექსპერტ-ანალიტიკოსებიც ვერ შეძლებენ. P.S. ომი კი, ზოგადად, კაცობრიობის თანმდევი სენია და თუ ადამიანებს ძალა გვერჩის, პაციფიზმი გვავიწყდება ხოლმე. სამწუხაროდ, ეს სისუსტე ერთნაირად გვახასიათებს ყველას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა და გეოგრაფიული მდებარეობისა. დაბოლოს. სასწრაფოდ არის დასაწყები მრავალგზის დაპირებული განათლების რეფორმა“, – წერს მაღლაფერიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,913,885 ნახვა