პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე რადიკალურ ოპოზიციას-თქვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სიყვარული, როცა ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ლუსტრაცია რაღა გინდათ?

„ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ტესტი და ლუსტრაცია რაღა გინდათ?“ – ასე მიმართა რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის მისამართით აღნიშნა, გადამწყვეტი დღე მაშინ იყო, როდესაც მათ მიატოვეს ჯარისკაცები ბრძოლის ველზე.

„თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული და გახარებული აკეთებდით კომენტარებს ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების მცირედ გაუფასურებასთან დაკავშირებით. თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გიხაროდათ ვალუტის კურსის უარყოფითი ცვლილება წინა დღეებში. თქვენ ხართ ის ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული იყავით და ტაშს უკრავდით საკუთარი სახელმწიფოს ინსტიტუტების ვებგვერდებზე ჰაკერულ თავდასხმაზე. წარმოიდგინეთ, სადამდე მიხვედით – რა გიხაროდათ და რას უკრავდით ტაშს.

თქვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სამშობლოს სიყვარული, როცა ყველაფერი, რაც თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, გახარებთ და ყველაფერს აღტაცებით ხვდებით, მეტი ტესტი და მეტი ლუსტრაცია რაღა გინდათ? დღესაც გამოდიხართ და ლაპარაკობთ, გადამწყვეტი დღე არისო. გადამწყვეტი დღე იყო, როდესაც მიატოვეთ თქვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე, როდესაც თქვენი მოსახლეობა მიატოვეთ აგვისტოს ომში ევაკუაციის გარეშე. გადამწყვეტი დღე იყო სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეაზე ხმა რომ მიეცით საქართველოს დადანაშაულების რეზოლუციას ომის დაწყებაში. აი, ეს იყო გადამწყვეტი დღეები და ხალხმა ნახა, თქვენ რის გამკეთებლები ხართ“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,814,577 ნახვა