პოსტები სოციალური ქსელიდან

თამთა მეგრელიშვილი საქსტატის მონაცემებზე: რამ განაპირობა ეს შედეგი?! სახელისუფლებო გუნდის სწორმა, პრაგმატულმა პოლიტიკამ და კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით სიღარიბეს თავი დააღწია 145 000-ზე მეტმა ადამიანმა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი 15.6%-დან 11.8% -მდე შემცირდა.

მეგრელიშვილის თქმით, ზემოთ ნახსენები შედეგი სახელისუფლებო გუნდის სწორმა, პრაგმატულმა პოლიტიკამ და კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ განაპირობა.

მანვე აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფო ხელშესახებ შედეგებს დებს ყველა მიმართულებით და არსებული გუნდის პირობებში პოლიტიკური პროგრესი შეუქცევადია.

„2023 წელს, წინა წელთან შედარებით სიღარიბეს თავი დააღწია 145 000-ზე მეტმა ადამიანმა. მაჩვენებელი 15.6%- დან 11.8% -მდე შემცირდა. რამ განაპირობა ეს შედეგი?! სახელისუფლებო გუნდის სწორმა, პრაგმატულმა პოლიტიკამ და კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ. სახელმწიფო ინტერესებით მოქმედებამ და არა მონურმა შემგუებლობამ. ქართული სახელმწიფო ხელშესახებ შედეგებს დებს ყველა მიმართულებით. არსებული გუნდის პირობებში პოლიტიკური პროგრესი შეუქცევადია. სიღარიბის მცირე დროში დაძლევა, მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას!,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,215 ნახვა