პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე მამუკა მდინარაძის ოჯახის შესახებ სიუჟეტზე: მართლა მონებს და უსამშობლოებს, კოლექტიურ ნოდარ მელაძეებს მინდა ვუთხრა, სანამ არ „გაიჩალიჩებთ“, მანამდე ვერ მოისვენებთ როგორც ჩანს!

ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “ტვ პირველი” ყალბი ინფორმაციის გავრცრლებით, მის ასაკოვან მშობლებსა და შშმ ძმაზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ცდილობს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ზერეკიძე აცხადებს, ნოდარ მელაძეს და “ტვ პირველს” მდინარაძის 1% ქვეყნის სიყვარული რომ ჰქონდეთ, ყველაფერს არ იკადრებდნენ.

“ამ მართლა მონებს და უსამშობლოებს, კოლექტიურ ნოდარ მელაძეებს მინდა ვუთხრა, სანამ თქვენ არ გაიჩალიჩებთ მანამდე, ვერ მოისვენებთ როგორც ჩანს! მამუკა მდინარაძეზე თქვენ რა გაქვთ სათქმელი, მისი 1 % ქვეყნის სიყვარული მაინც რომ გქონდეთ, რაც მას აქვს, ასეთ დღეში ნამდვილად არ იქნებოდით, თქვე ყველაფრის მკადრებელო საცოდავებო!” – წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,206 ნახვა