პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: ერთი გზა დაგრჩენიათ, მიტინგები ლოზუნგით: “არა რუსულ დრონებს”!

ნუ იტყუებით, დრონებთან არ გაგდით აფერისტობები – დაგრჩენიათ ერთი გზა, მიტინგები ლოზუნგით: “არა რუსულ დრონებს”! ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარებულ საქველმოქმედო აქცია-კონცერტზე დამსწრეთა რაოდენობის ამსახველ დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დრონებთან აფერისტობები არ გაუვათ.

მისი თქმით, შეიძლება ადამიანები რამდენჯერმე მოტყუვდნენ, მაგრამ მათ ყოველთვის ვერ მოატყუებ, მით უმეტეს, ახალგაზრდებს.

“ნუ იტყუებით! აი ეს ბრძანდებით ნაცშეკრებილები “გრანდიოზულ” კონცერტზე! მოკლედ, “დრონებთან” არ გაგდით აფერისტობები! დაგრჩენიათ ერთი გზა – მიტინგები ლოზუნგით: “არა რუსულ დრონებს”! ა. ლინკოლნი ამბობდა: “ადამიანები შეიძლება მოატყუო ერთხელ, ორჯერ, სამჯერ….მაგრამ ადამიანებს სულ მუდამ ვერ მოატყუებ”! მით უმეტეს ახალგაზრდებს!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ექსპერტი აცხადებს, რომ აინტერესებს, ვისგან დაფინანსდა აღნიშნული ღონისძიება.

მისი თქმით, საქართველოს რიგით მოქალაქეებს სურთ გამჭვირვალობა და ასე მოითხოვენ მომავალში ყველა სუბიექტისგან, იქნება ეს პარტია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია.

“საქართველოს უბრალო რიგითი მოქალაქეები უპარტიოები, არაენჯეოები, მაგრამ ქვეყნის მოყვარულები, მოვითხოვთ ვიცოდეთ, ვინ დააფინანსა დღევანდელი მიმდინარე კონცერტი! ანუ გვინდა გამჭვირვალეობა! ასე მოვითხოვთ მომავალში ყველა სუბიექტისაგან – პარტია იქნება ეს, ენჯეო თუ ქველმოქმედი! რა არის ამაში მიუღებელი?” – წერს გვენეტაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,037 ნახვა