პოლიტიკა

გია აბაშიძე: სოროსისტმა ვანო ჩხიკვაძემ და გახარიას შნირმა ნატალია საბანაძემ ჰელსინკის კომისიის შეკრებაზე, საქართველო დააბეზღეს და ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილება მოითხოვეს. ამერიკელმა კონგრესმენებმა კი იკადრეს და საქართველოში ე.წ. “მაიდანი-2” დააანონსეს

სოროსისტი ვანო ჩხიკვაძე და მოღალატე გახარიას შნირი, ნატალია საბანაძე, მათ გვერდით კი სხვა ცნობილი ნაცგობლინები. 2024 წლის 4 ივნისს, ამ არარაობებმა კონგრესში, ჰელსინკის კომისიის შეკრებაზე, სადაც ე.წ. MEGOBARI ანუ სანქციების აქტი განიხილება, საქართველო დააბეზღეს და ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილება მოითხოვეს.- ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამ კლასიკურ ღალატსა და აღმაშფოთებელ საგარეო თავხედობას წარმატება არ უწერია – ერთიან და სულძლიერ ქართველ ხალხთან უჯიშო ვერცხლისმოყვარე და ანგარებიანი გარეწრები ვერაფერს გახდებიან.

„ისტორიიდან გვახსოვს 1921 წლის 16 თებერვალს, შულავერში საქართველოს მოღალატეთა შეკრება. იმ რევკომის საშინელი ტრადიციის გამგრძელებლად დღეს გვევლინებიან რევანშისტი ნაცრადიკალები, კერძოდ, სოროსისტი ვანო ჩხიკვაძე და მოღალატე გახარიას შნირი, ნატალია საბანაძე, მათ გვერდით კი სხვა ცნობილი ნაცგობლინები. 2024 წლის 4 ივნისს, ამ არარაობებმა კონგრესში, ჰელსინკის კომისიის შეკრებაზე, სადაც ე.წ. MEGOBARI ანუ სანქციების აქტი განიხილება, საქართველო დააბეზღეს და ხელისუფლების ძალისმიერი ცვლილება მოითხოვეს. ჩვენს სამშობლოში ინტერვენციის მოსურნეთა დროშის ფერი ცვალებადია, თუმცა სულაძაღლებული სერგო ორჯონიკიძეები, მამია ორახელაშვილები და ფილიპე მახარაძეები უკვდავნი არიან მყრალ ნაცსექტანტებში. ცალკეულმა ამერიკელმა კონგრესმენებმა ისიც კი იკადრეს და დაუფარავად დაანონსეს საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება ე.წ. “მაიდანი-2″. ამ კლასიკურ ღალატსა და აღმაშფოთებელ საგარეო თავხედობას წარმატება არ უწერია – ერთიან და სულძლიერ ქართველ ხალხთან უჯიშო ვერცხლისმოყვარე და ანგარებიანი გარეწრები ვერაფერს გახდებიან. ჩვენი ძალაა სიმართლე და ერთიანობა, არავის ეშინია მაკულატურის ტიპის სანქციების, ე.წ. რევოლუციის გახუნებული სცენარის და ნეკოლონიალისტური მყვირალა განცხადებების!”-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,074 ნახვა