პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე- ხაზი გავუსვი, რომ თუ ქარტიის სულისკვეთება ევროპული სახელმწიფოს შენებაა, როგორ შეიძლება ციხეში იჯდეს მთავარი პატრიოტული და პროდასავლური პარტიის ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი?

გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს:

მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, ამ საღამოს რა საუბარი მქონდა პრეზიდენტის სასახლეში, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან.

პრინციპში რისთვისაც ვიყავი იქ მისული არის 2 რამ, კერძოდ:

1. ხაზი გავუსვით, რომ ერთმნიშვნელოვნად ვიზიარებთ “ქართული ქარტიის” სულისკვეთებასა და ამოცანებს, რადგანაც იგი მიმართულია ქვეყანაში ხელისუფლებაში გაბატონებული, პუტინის გეგმის შემსრულებელი, მოღალატური, მკაფიოდ კრიმინალური ბუნების ოლიგარქის ბანდა ხელისუფლებას მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ და კოალიციური უმრავლესობისა და მთავრობის შექმნის გზით, მოკლე ვადაში გავატაროთ ის აუცილებელი რეფორმები, რომლებიც დაგვაბრუნებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში რეალურად გაწევრიანების გზაზე. და

მე-2. მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ გამომდინარე ამ ქარტიის სულისკვეთებიდან, თუ ევროპული სტანდარტების ქვეყანას ვაშენებთ, თუ ოდნავ მაინც თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამ ვითარებაში როგორ შეიძლება კვლავ ციხეში იჯდეს პუტინის მიერ პირდაპირ მიზანში ამოღებული, მთავარი პატრიოტული და პროდასავლური პარტიის, მთავარი ლიდერი, პრეზიდენტი სააკაშვილი?

ამიტომ მას როგორც ქართული ქარტიის ავტორს, აქვს პასუხისმგებლობა, რომ გვერდზე გადადოს პიროვნული თუ პარტიული უთანხმოება თუ მიუღებლობა და პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს.

ჩემი ღმა რწმენით, ეს არის ქალბატონი სალომეს არა მარტო კონსტიტუციური უფლებამოსილება, არამედ კონსტიტუციური ფუნქციიდან და ქართული ქარტიის სულისკვეთებისა და მიზნებიდან გამომდინარე, ასევე მისი მოვალეობაც.

ქალბატონი სალომე ამ ეტაპზე არ აღმოჩნდა მზად ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროს და მისი არგუმენტები, ამ ნაბიჯის პოპულარობა არაპოპულარობას დაუკავშირა, რაც ფუნდამენტურად არასწორი და მიუღებელია ჩემთვისაც და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულისთვის, სხვათაშორის მათიც, ვინც პოლიტიკურად შესაზლოა არ უჭერს მხარს პრეზიდენტ სააკაშვილს. მაგრამ კარგად ესმით მისი უკანონო, პუტინის პატიმრობიდან გათავისუფლების სამართლიანობა და აუცილებლობა.

მარტივია, თუ ქართული ქარტიის სულისკვეთება და მიზანი, ევროპული

სტანდარტების, ევროპული ქვეყნის

მშენებლობაა მაშინ ასეთ ქვეყანაში რუსეთის აგენტი ფარცხალაძის მიერ შეთითხნილი ბრალდებებით, ივანიშვილ/პუტინის პირადი პატიმრის ციხეში კვლავ დატოვება არ შეიძლება.

ამიტომ პრეზიდენტი სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული.

ამიტომ მინდა ყველასთვის გასაგები და მკაფიო იყოს, რომ გავაგრძელებთ რა ქართული ქარტიის სულისკვეთებისა და მიზნების გულწრფელ და აქტიურ მხარდაჭერას, ამ ფონზე, ამავდროულად, კიდევ უფრო მწვავედ და არგუმენტირებულად გავაკრიტიკებთ ქალბატონ ზურაბიშვილსა და მისგან ბევრად ძლიერად მოვითხოვთ მიშას გათავისუფლებას.

თავისუფლება მიშას!

თავისუფლება ყველა პოლიტ პატიმარს!

ძალა ერთობაშია!

არა რუსულ რეჟიმს!

კი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში!

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,215 ნახვა