პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებზე: სრული მხარდაჭერა ვიგრძენით არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის, არამედ ოპოზიციის ამომრჩეველიც უჭერს მხარს ამ ინიციატივას

სრული მხარდაჭერა ვიგრძენით არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის, არამედ ოპოზიციის ამომრჩეველიც უჭერს მხარს ამ ინიციატივას, – ამის შესახებ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის მიღება მეორე და მესამე მოსმენით მოხდება. 

„წინა თვეების განმავლობაში ჩვენ გავმართეთ საყოველთაო-სახალხო განხილვები რეგიონებში, სადაც მოსახლეობის სრული მხარდაჭერა ვიგრძენით, არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის, არამედ ოპოზიციის ამომრჩეველიც თავიდან ბოლომდე უჭერს მხარს ამ ინიციატივას. ეს კანონპროექტი, რომელიც ახლა დაინიცირდა, პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე იქნება მიღებული და ოპოზიციას საშუალება ექნება, რომ შემოვიდეს დისკუსიაში. ხოლო სექტემბრის თვეში მოხდება ამ კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით მიღება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,854,206 ნახვა