პოლიტიკა

ნინო წილოსანი კონგრესში გამართულ მოსმენაზე – ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ მეორდება ჩვენი ქვეყნის ისტორია, შიდა მტრები სწორედ ასე ყიდდნენ სამშობლოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ მეორდება ჩვენი ქვეყნის ისტორია – შიდა მტრები სწორედ ასე ყიდდნენ სამშობლოს, უფრო სწორად ეს სამშობლოს გაყიდვის რაღაც სხვა, თითქოს უფრო თანამედროვე და ამაზრზენი ფორმაა“, – წერს წილოსანი.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატალია საბანაძე სიტყვით გამოვიდნენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,856,083 ნახვა